2017 წლის 16 დეკემბერს 36 წლის ანა კურნიკოვასა და 42 წლის ენრიკე იგლესიასს ტყუპი გოგონა და ვაჟი – ნიკოლასი და ლუსი შეეძინათ. 9 თვის მანძილზე პაპარაცებს არცერთხელ მისცემიათ ორსული კურნიკოვას გადაღების საშუალება, შესაბამისად ცნობა პატარების დაბადების შესახებ დიდი მოულოდნელობა იყო.
ამ დღეებში ენრიკემ 2 თვის ქალიშვილის ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა: „ვერ ვნაყრდები ჩემი მზით“, – დააწერა მან ვიდეს, სადაც პატარას ლოყებზე ბევრს კოცნის.
can’t get enough of my sunshine
A post shared by Enrique Iglesias (@enriqueiglesias) on
შეგახსენებთ, რომ ენრიკე და ანა 14 წელია ერთად არიან. მათ ერთმანეთი 2002 წელს, იგლესიასის კლიპის „Escape“-ის გადაღებებზე გაიცნეს.