ენრიკე იგლესიასმა ქალიშვილთან ერთად ემოციური ვიდეო გააზიარა. კადრში მამა-შვილი წყალში ბანაობს, სადაც მომღერალი პატარა გოგონას სახალისო ოინებით ართობს.
თაყვანისმცემლები აღფრთოვანდნენ იგლესიასის ვიდეოთი და უამრავი კომპლიმენტი დაუწერეს ვარსკვლავსა და მის შვილს. რამდენიმემ გამოთქვა იდეაც, რომ უმჯობესია, ენრიკემ „წლის მამის“ წოდება პირდაპირ მიიღოს.
https://www.instagram.com/p/Bk0WRTEgKg6/?utm_source=ig_embed
შეგახსენებთ, რომ ანა კურნიკოვა და ენრიკე იგლესიასი ტყუპების მშობლები გასული წლის დეკემბერში გახდნენ. ცნობილი ჩოგბურთელი ბოლო მომენტამდე მალავდა ორსულობას, ამიტომ გაჩნდა მოსაზრება, რომ ბავშვები მათ სუროგატმა დედამ გაუჩინა. ამ მოსაზრების გასაბათილებლად კურნიკოვამ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის წამოზრდილი მუცლით არის გამოსახული და შესაბამისად, ყველანაირ ეჭვიც გაფანტა.