LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენტონი ბლინკენი: რუსეთმა არაერთხელ ჩაიდინა აგრესიის აქტები მეზობლების – საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის წინააღმდეგ

86
blinken

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთთან მოლაპარაკებების საკითხებში გარღვევას არ ელოდება.

„გასული ათწლეულების განმავლობაში რუსეთი მეზობლების – საქართველოს, მოლდოვასა და 2014-ში უკრაინის მიმართ აგრესიის აქტებს ახორციელებდა და განახლებული საფრთხეა დღეისთვის უკრაინაში. ჩვენ ვაერთიანებთ ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპაში, მის მიღმაც, რათა მკაფიო გახადონ რუსეთისთვის, რომ ამ აგრესიას არ შევეგუებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „სიენენის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ აშშ მზად არის მოსკოვის პოზიცია მოისმინოს, რთული იქნება რაიმე პროგრესის მიღწევა, თუ რუსეთი არ განმუხტავს დაძაბულობას უკრაინის საზღვარზე.

”ძნელია რეალური პროგრესის დანახვა, ესკალაციის პირობებში, უკრაინის თავზე იარაღით. ასე რომ, თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ პროგრესს, ჩვენ უნდა დავინახოთ დეესკალაცია. რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს იმ საფრთხისგან, რომელსაც ის ამჟამად უქმნის უკრაინას“, – თქვა CNN-ის ეთერში ბლინკენმა.

“უპირველეს ყოვლისა, რატომ ვართ აქ?

ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთმა არაერთხელ ჩაიდინა აგრესიის აქტები მეზობლების – საქართველოს, მოლდოვას, უკრაინის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან და დასძინა:

“მეორე, არსებობს პრინციპები, რომლებიც ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს”.

ბლინკენის განცხადებით, რუსეთის “აგრესია არ იქნება მიღებული, არ ავიტანთ“.

ბლინკენის თქმით, აშშ მზად არის განიხილოს გარკვეული ზომები, როგორიცაა შეიარაღების კონტროლი და სამხედრო წვრთნების მასშტაბები, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი უნდა იყოს ორმხრივი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g