“ყოველი რუსული ტანკის საწინააღმდეგოდ ჩვენ უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მალე მივაწვდით. მათ აქვთ საჭირო იარაღი და ისინი განაგრძობენ ჩვენგან მათ მიღებას,” – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები და რამდენ ხანსაც უნდა გაგრძელდეს შეიარაღებული კონფლიქტი უკრაინაში, კიევი მაინც გაიმარჯვებს.
“ყოველი რუსული ტანკის საწინააღმდეგოდ ჩვენ უკრაინას 10 ტანკსაწინააღმდეგო სისტემას მალე მივაწვდით. მათ აქვთ საჭირო იარაღი და ისინი განაგრძობენ ჩვენგან მათ მიღებას. გვინდა, რომ ომის დასრულება მალე დავინახოთ, დასრულდეს სიკვდილი და დესტრუქცია, რომელსაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს, ასევე არსებობს სავარაუდო სცენარი, რომ ეს გარკვეული პერიოდი გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა უკან დაიხიეს კიევიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან, ისინი აღმოსავლეთით დონბასში აძლიერებენ ძალებს. მათ ჯერ კიდევ ბევრი ძალა ჰყავთ. უკრაინელებს კი აქვთ რაღაც, რაც საბოლოოდ უფრო ძლიერია და ეს არის ძლიერი გამბედაობა და სურვილი დაიცვან თავიანთი ქვეყანა მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს მხარდაჭერით,” – განაცხადა ბლინკენმა.