ბოლო დროს ეპატაჟურმა მომღერალმა, ლეიდი გაგამ ჩაცმის სტილი რადიკალურად შეცვალა. ის რამდენჯერმე გადაიღეს გრძელ კლასიკურ კაბებში. ამჯერად კი მომღერალი ტანზე მომდგარი, ელეგანტური შავი კაბით ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში დააფიქსირეს.
ფოტოდან ჩანს, რომ ლეიდი გაგამ წონაშიც დაიკლო. თუ მისი საერთო ანსამბლით ვიმსჯელებთ, სადაც შავ კაბას შლიაპა და შავი ფეხსაცმელი ამშვენებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლეიდი გაგამ დიზაინერი შეიცვალა.