LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდემიოლოგი თინათინ გაბრიჩიძე: “გთხოვთ დაგვიჯეროთ და გვენდოთ, ერთად დავამარცხებთ!..”

451
tntgabcrcdzenews

ეპიდემილოგი თინათინ გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, ერთგვარ მოწოდებას, რომლის შესრულებაც უმნიშვნელოვანესია კორონავირუსთან ეფექტიანი ბრძოლისას.

გთავაზობთ სპეციალისტის სტატუსს:

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, როგორც ერთი რიგითი, გამოცდილი ეპიდემიოლოგი მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ რეკომენდაციები დისტანცირების და სახლში დარჩენის შესახებ. უწყვეტად ხელთათმანების და პირბადის ტარება არ არის პანაცეა, პირიქით, მათი არასწორად გამოყენება დამღუპველია და დაინფიცირებას უწყობს ხელს! ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეცდომას შეცდომაზე უშვებენ ამ საშუალებების გამოყენებისას, ისე, რომ მცირედი ეჭვიც კი არ უჩნდებათ.
ვისაც არ გაქვთ სამსახურებრივი ვალდებულება, იყოთ სამუშაოზე, დარჩით სახლში! ჩვენ, სამედიცინო მუშაკები ვმუშაობთ თქვენთვის, ვართ დაინფიცირების რისკის ქვეშ, იმიტომ, რომ თქვენ იყოთ უსაფრთხოდ. დღეს ინფექციის გავრცელება მაქსიმალურად არის შეკავებული სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური ხერხით, თუ ეს ვეღარ მოხერხდა, ძალიან გაგვიჭირდება სამედიცინო დაწესებულებებს.
თუ თქვენ არ გეშინიათ დაინფიცირების, გაუფრთხილდით სხვებს, ეპიდემიის დროს შესაძლებელია, გახდეთ ინფექციის წყარო თქვენი ახლობლებისთვის ისე, რომ თქვენ არანაირი სიმპტომი არ გამოგივლინდეთ!
ვინც მიცნობთ, იცით, რომ შიში არ მალაპარაკებს, არც სიმხდალე მჩვევია, ცხოვრებისგან კარგა გვარიანად გალახული და გამობრძმედილი მებრძოლი ვარ! მე მეშინია მხოლოდ თქვენ გამო, თქვენი სიცოცხლის გამო! გთხოვთ დაგვიჯეროთ და გვენდოთ, ერთად დავამარცხებთ <3”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები