LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები აღმოვჩნდით ყველაზე სუსტი, რომ ხმამაღლა გვეყვირა – ,,ასე თუ გაგრძელდა, ბევრი მოკვდება! პოლიტიკა ჩაერია მედიცინაში ბოროტად: სოფიო ბერიძე

338
BeFunky-collage (1)

კოვიდ 19-თან მებრძოლი ექიმი სოფიო ბერიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ, გუშინ ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

ექიმი წერს, რომ კორონავირუსი ყველაზე პოლიტიზებული დაავადება აღმოჩნდა.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“სექტემბრის დასაწყისში, დღიური ათეულობით შემთხვევაზე დაყრდნობით, მარტივი ეპიდემიოლოგიური დათვლით, ნათელი იყო როგორი ნოემბერი და ზამთარი დადგებიდა საქართველოში! ეს შეიძლებოდა ვერ გაეთვალა მეწაღეს, ხაბაზს, დალაქს -ჩვენთვის, საექიმო წრისთვის – ეს იყო, როგორც – ორჯერ ორი ოთხი!
პოლიტიკური მიზნებით, ინტერესებით და გათვლებით – დღეს ვართ იქ, სადაც ვართ!

“დემონსტრაციის ცივი წყლის ჭავლით დაშლა არის ხალხის მიმართ ზიზღის გამოხატულება!” – ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი

Covid 19 აღმოჩნდა ყველაზე პოლიტიზებული დაავადება! ჩვენ, ექიმები აღმოვჩნდით ყველაზე სუსტი, დეტერმინებული და არაერთიანი,  პოლიტიკური მიკერძოებულობის აკიდების კომპლექსით შეპყრობილებილი სოციალური კლასი – არასაკმარისად გულწრფელი, რომ როგორც პოზიციის, ასევე ოპოზიციისთვის ხმამაღლა გვეყვირა:

,,ასე თუ გაგრძლედა, ბევრი მოკვდება!”

ვერ გავერთიანდით, რომ გავმხდარიყავით თუნდაც იმ თენგიზ ცერცვაძის საპირწონე ძალა, რომელმაც დღეს პასუხი ვერ გასცა მარტივ კითხვას – ,, რამდენად საფრთხის შემცველია პანდემიის დროს წყლის გამოყენება?!”
ვერ თვქა -კი, საფრთხის შემცველია!

პოლიტიკამ შეუშალა ხელი დაეცვა თავისი უპირველესი პროფესიული მორალი – ,,არ ავნო!”
ასე, რომ მცდარია მოსაზრება – ექიმები ჩაერია პოლიტიკაში! სწორია – პოლიტიკა ჩაერია მედიცინაში -უხეშად და ბოროტად!”- წერს სოფიო ბერიძე.

“ვინც ამას ამართლებს, აღარასოდეს შემეხმიანოთ” – ტვ პირველის ოპერატორს სახეში წყლის ჭავლი მოხვდა, დაუზიანდა თვალი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g