LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექიმები გაოგნებულები უყურებდნენ დათოს, საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო.. თუმცა ყველაფერი ბედნიერად დასრულდა, ეს სამადლობელი პოსტია” – ანაკო ტურაშვილი

353
fot

სამი დღის წინ მწერალ დათო ტურაშვილის ისრაელში ოპერაცია გაუკეთეს. როგორც მწერლის შვილი, ანაკო ტურაშვილი „ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს, ოპერაციამ კარგად ჩაიარა.

მწერალი რამდენიმე დღეში გეგმავს საქართველოში ჩამოსვლას, თუმცა, როგორც მისი შვილი აღნიშნავს, მას გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება. ანაკო ტურაშვილი საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„მეგობრებო, არანაირი კომენტარის გაკეთება აღარ გვინდოდა მე და ჩემს ოჯახს ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან ისედაც უამრავმა ადამიანმა მიიტანა გულთან ჩვენი მდგომარეობა და ისედაც ძალიან შეგაწყინეთ თავი გასულ კვირებში დათოს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით.

ქვეყანაში, სადაც ბავშვების წამლისთვის ფული ვერ გამოინახა, სადაც ყოველდღე ისეთ ამბავს იგებ, იმდენ უსამართლობას და პრობლემას ეჯახები, რომ შეიძლება გული გაგისკდეს, რთულია საკუთარზე დაიწყო ლაპარაკი, ამიტომ მართლა აღარ გვინდოდა დათოს ჯანმრთელობის შესახებ რამის თქმა.

მაგრამ რადგან ყველაფერი დასრულდა, ეს არის სამადლობელი პოსტი და აღარ შეგაწუხებთ

დათოს სამი დღის წინ, ისრაელში, გულზე გაუკეთეს ურთულესი ოპერაცია. ექიმმა, რომელმაც ჩვენდა ბედად, გამონახა დრო დათოს მდგომარეობის შესამოწმებლად, დათო გადაარჩინა. დეტალებს აღარ დავწერ, პირდაპირ გვითხრეს, რომ სულ ცოტა რომ დაგვეგვიანა, მის გადარჩენას ვეღარც მოახერხებდნენ და ისედაც გაოგნებულები დასცქეროდნენ დათოს და ეკითხებოდნენ საერთოდ როგორ მოაღწიე ჩვენამდეო.

და ეს ყველაფერი ასე ბედნიერად არ ჩაივლიდა, რომ არა დიმიტრი აბდუშელიშვილი, რომლის წყალობითაც აღმოჩნდა დათო ისრაელის კლინიკაში, იმ საოცარი ხალხის ხელში. ამიტომ დათოს მესამედ დაბადება, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა და უდიდესი მადლობა მას ჩვენი ოჯახისგან.

ვიცით რომ მას არ სურდა, რომ ასე საჯაროდ გვეთქვა მადლობა, მაგრამ დათოს თხოვნით ვწერ ამ სამადლობელ პოსტს და თავს აღარ მოგაბეზრებთ მეტს

დათო რამდენიმე დღეში ჩამოვა, თუმცა გრძელვადიანი რეაბილიტაცია ელოდება.

ყველას უღრმესი მადლობა, უამრავი სიყვარულისთვის და მხარდაჭერისთვის მთელი ამ დროის განმავლობაში”, – წერს ანაკო ტურაშვილი.

„რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული?!… ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა, რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება” – რას წერს დატო ტურაშვილის შვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები