LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ: „თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს…“ – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი, მზია ამაღლობელი 20 დღეა შიმშილობს

148
მზია ამაღლობელი

„მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღოთ მდგომარეობის გაუარესება“, – ამის შესახებ ექიმმა მანანა ჯებაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრმა ექიმებმა, დღეს ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას მიმართეს, რომ შესაძლოა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.

„მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღოთ მდგომარეობის გაუარესება, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის შიმშილობის დროს ხდება“, – განაცხადა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა.

„ახლა ეთერ თურაძეს ვუსმინე – მზია ამაღლობელის უპირველეს მეგობარს და თანამებრძოლს. თქვა, კობახიძეს შევხვდები და ყველა ინფორმაციას მივაწვდი, რაც გადაწყვეტილების მიღებისთვის შეიძლება დასჭირდესო“ – ია ანთაძე

„კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებლის ვილი პაჭკორიას განცხადებით, შიმშილობას თან ერთვის მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა. მისივე თქმით, „თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს“

„შიმშილობა არის ინდივიდუალური. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქრონიკული, თანმხლები დაავადებები აქვს ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია პროცესები გართულდეს, განვითარდეს იშემიური მოვლენები, რასაც თან დაერთვება პოლიორგანული უკმარისობა. მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა, მითუმეტეს თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, რასაკვირველია, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა პაჭკორიამ.

„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!“ – პოლიტიკური პარტიების 300-ზე მეტი ქალი წევრი განცხადებას ავრცელებს

პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებით, უნდა დადგინდეს, რამდენი დაიკლო წონაში მზია ამაღლობელმა, როგორია პულსაცია და ა.შ.

„ვიცით, რომ საკვებს არ იღებს, მაგრამ იღებს თუ არა დანამატებს. თუ არ იღებს, ეს უკვე სხვა კატეგორიაში გადადის. მაშინ რა სითხეს იღებს, რა რაოდენობით. უმნიშვნელოვანესია პირველი შეკითხვა, რომელიც უნდა ვიცოდეთ, რამდენი დაიკლო წონაში და რამდენია მისი წონა. თავბრუსხვევები დაეწყო თუ არა, ყლაპვა, პულსაცია როგორია და ა.შ. 2 კვირის მერე, ეს ყველაფერი ძლიერდება“, – განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა.

ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 20 დღეა შიმშილობს.

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი: „მზია ამაღლობელის საქმე პოლიტიკურად მოტივირებული და უსამართლოა, მოვუწოდებთ ქართველ მაღალჩინოსნებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ და საჭირო სამედიცინო დახმარება გაუწიონ“

„მინდა ყველას ჯანმრთელობა ვუსურვო მზია ამაღლობელს, ნებისმიერ პატიმარს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, მაგრამ როცა პოლიციელს ხელს არტყამ, ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი“ – კახა კალაძე

magti 5g