LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

69
ექიმები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ორგანიზებით, საკანონმდებლო ორგანოში სამედიცინო სპექტრის წარმომადგენლებმა და ოპოზიციური პარტიის ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელია მესამე პრეზიდენტის დაუყოვნვებლივ იყოს გადაყვანილი მრავალპროფილურ კლინიკაში, რათა სავალალო შედეგები თავიდან ავიცილოთ.

მათი განცხადებით, ამ დრომდე გაუგებარია, რატომ არ ხდება მისი კლინიკაში გადაყვანა. მედიკოსების თქმით, ამაზე არც არგუმენტირებული პასუხი არსებობს. 

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგი ჩიხლაძემ ბრიფინგზე განაცხადა, პირველ რიგში, მთელი სამედიცინო სამყარო თანხმდება, რომ მიხეილ სააკაშვილი დროულად უნდა იყოს  გადაყვანილი შესაბამის სამედიცინო, მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში.

„მეორე – გვინდა ვუთხრათ პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის დეპუტატებს და იმ დეპუტატებს, ვინც ჩირქს სცხებენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ებრძვიან ექიმებს – მორჩით ამ გაუაზრებელ ქმედებებს. მესამე, ვუცხადებთ მხარდაჭერას მათ, ვინც ამ შენობაში შიმშილობს. დეპუტატები:  ელენე ხოშტარია, ასევე რამდენიმე ჩვენი კოლეგა, ბატონი პაატა ბურჭულაძე, რეგიონებში მოშიმშილე ადამიანები“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პარლამენტში მყოფი კიდევ ერთმა ექიმმა, მანანა ჯებაშვილმა კი აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ დარღვეულია არაერთი კანონი, მათ შორის დარღვეულია მისი, როგორც პაციენტის უფლებები.

„აუცილებლად გააქტიურდეთ, გამოიყენოთ საპარლამენტო ბერკეტი, დაუყოვნებლივ მოიწვიოთ იუსტიციის მინისტრი და ჰკითხეთ, რატომ არ გადაჰყავს სააკაშვილი კლინიკაში.

როდესაც სამი კონსილიუმი შედგა, სხვადასხვა ექიმის მონაწილეობით, სამივე კონსილიუმმა დადო ერთ და იგივე დასკვნა, საქართველოს ყველა ექიმი ვეთანხმებით ამ დასკვნას, ლადო კახაძის გამოკლებით. ომბუდსმენი და ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ექიმია, ეთანხმება ამ დასკვნებს,“ – განაცხადა მანანა ჯებაშვილმა.