LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმები, რომლებიც აქციის დარბევისას მუშაობდნენ, პრეზიდენტმა ღირსების მედლებით დააჯილდოვა [ვიდეო]

186
dajildoeba

20 ივნისს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ღირსეული სამსახურისათვის სალომე ზურაბიშვილმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ღირსების მედლები გადასცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსსა და ექიმებს, რომლებმაც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებულ ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარეს.

ღირსების მედლები გადაეცათ „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოლომონ როსტომაშვილს.

სალომე ზურაბიშვილმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს, მედიის წარმომადგენლებსა და პოლიციელებს 20-21 ივნისის მოვლენების დროს თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

“მინდა ყველას მადლობა ვუთხრა. არ შემიძლია, არ ვახსენო ის ადამიანები, მაგალითად ჟურნალისტები, რომლებიც თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ იმ ღამეს. მათ შორისაც არიან დაზარალებულები და მათ მიმართ მინდა, თანადგომა გამოვხატო. ასევე, პოლიციელების მიმართ, რომლებიც იმ ღამეს იყვნენ ასევე არნახული ძალადობის ქვეშ და ძალიან დიდხანს გაუძლეს ამ ძალადობას. აქ არ შევეხები იმ საკითხს, ძალის გადამეტება თუ მოხდა. ამის შესახებ მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია ეს და ვინც დასასჯელია, უნდა დაისაჯოს. მაგრამ, ეს არ უნდა გადავიდეს ყველა პოლიციელზე, რადგან ამ ქვეყანაში დემოკრატია არ იქნება, თუ არა ჟურნალისტები, სახელმწიფო არ იქნება, თუ არა სამართალდამცველები და საზოგადოება, არ იქნება, თუ არა თქვენ, ყველა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/679913359121255/

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე დაესწრო.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის სახელით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მთელ გუნდს მადლობის სიგელი გადაეცა.

დღესვე გახდა ცნობილი, რომ ცენტრის 235 თანამშრომელს ფულადი ჯილდოებიც გადაეცემათ.

სასწრაფოს ბრიგადებს, რომლებიც აქციის დარბევისას მუშაობდნენ, ჯილდო გადაეცემათ

ისინი 24 საათის განმავლობაში, თითოეული ჩვენი მოქალაქის გადასარჩენად ზრუნავენ,

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g