LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმებისთვის ხელის შეშლა 1 000 ლარით, ხოლო გამეორება – 2 000 ლარით დაჯარიმდება

2239
73f2539a9709a28ea71b0dad4e6e4e7e

სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტს 23 ივლისის სხდომაზე განიხილავს.

პროექტის მიხედვით, რამდენიმე კანონში სპეციალური ჩანაწერი კეთდება, რომ სამედიცინო საქმიანობის დროს, დაუშვებელია ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა“.

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.

“კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ის, რომ საგრძნობლად მოიმატა ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე და სოციალურ მუშაკზე ძალადობის შემთხვევებმა და სამედიცინო დაწესებულებებში ძალით შეჭრის, დარბევისა და პიკეტირების ფაქტებმა, რომელიც დასტურდება კლინიკების ასოციაციების, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებისა, სასწრაფო გადაუდებელი სამსახურებისა და სხვა პირების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით. სამედიცინო დაწესებულების ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, ახდენს ჯანმრთელობის დაცვის პერსონალზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, პრობლემას უქმნის და აფერხებს სხვა პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გაწევის უზრუნველყოფას და შესაბამისად ლახავს სხვა პაციენტების უფლებებსა და ინტერესებს. ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი შეცდომებს გაცილებით უფრო ხშირად უშვებს და ამით საფრთხე ადგება, პაციენტის ჯანმრთელობას. პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მას შეშინებული და დათრგუნული ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი არ უნდა უწევდეს სამედიცინო მომსახურებას. იქიდან გამომდინარე, რომ სამედიცინო საქმიანობა არის სტრატეგიული პროფესია, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი და სოციალური მუშაკი მოითხოვს მეტ დაცულობას და პრევენციული ღონისძიებების გატარებას, საზოგადოების აგრესიისგან დასაცავად“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g