აშშ-ში სამომხმარებლო ნივთების უსაფრთხოების კომისიამ იმ ნივთების სია შეადგინა, რომელიც ექიმებმა პაციენტებისგან 2022 წელს ამოიღეს. საინტერესო რეიტინგი Defection-მა გამოაქვეყნა.
ტრადიციის მიხედვით, ჟურნალისტებმა სია სხეულის ნაწილების მიხედვით გაანაწილეს და ზოგიერთ ნომერს თავად პაციენტის კომენტარიც დაურთეს.
მაგალითად, ერთ-ერთმა ყურში ორი ცალი უსადენო ყურსასმენი ჩაიდო. მეორეს ყურის წვეთი წებოში აერია და ყურში ჩაიწვეთა. კიდევ ერთმა ამერიკელმა ყურში თმის სამაგრი ჩაიდო და თან ექიმთან მისვლამდე მის ამოღებას თავად, დანით ცდილობდა.
პაციენტმა, რომლის ცხვირიდანაც მაგნიტი გამოიღეს, განაცხადა რომ მაგნიტის სუნის გაგება სურდა და შემთხვევით შეისრუტა. ერთმა ქალმა ცხვირში წითელი ნათურა შეიდო, რათა ძმას გახუმრებოდა, თუმცა საბოლოოდ ექიმთან აღმოჩნდა.
ერთი პაციენტის საყლაპავიდან მონეტა ამოიღეს, მამაკაცი ნუმიზმატიკით იყო გატაცებული.
მამაკაცთა სასქესო ორგანოებს სტატიაში ცალკე ადგილი დაეთმო და ექიმებს ამ შემთხვევაში- გასაღებები, ფანქრები, სავარცხლები, საპნის ნაწილები და USB გადამყვანები აქვთ ამოღებული.