ინტერნეტსივრცეში ერთ დღეში მოპოვებული პოპულარობის შემდეგ ედო არზუმანოვი გეგმავს, სამზარეულოში მუშაობას თავი დაანებოს და მთელი დრო სიმღერას დაუთმოს.
„კახეთოს“ უბადლო შემსრულებელი „ფორტუნას“ ჯანმრთელობის პრობლემაზე ესაუბრა.
ედოს თქმით, დაბადებიდან ფეხის პრობლემა ჰქონდა, ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ სიტუაცია დროთა განმავლობაში გართულდა და ახლა ოპერაციის მეორედ გაკეთებას გეგმავს.
„დაბადების ტრავმა იყო. ოპერაცია გავიკეთე ბავშვობაში. ყველაფერი კარგად იყო. ამიკრძალეს სპორტი. პატარა ვიყავი და არ მესმოდა, რომ მათთვის უნდა დამეჯერებინა. ფეხბურთი მიყვარდა ძალიან, ვერ ვიგრძენი, რომ ნელ-ნელა რომ გამირთულა ჯანმრთელობა. ახლა ექიმებმა მითხრეს, სასწრაფოდ საოპერაციო ხარ, ასე რომ გაგრძელდეს, შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრდეს ყველაფერიო. ეს ოპერაცია არ ფინანსდება.
ფეხზე რომ დავდგები, ვაპირებ ოპერაციის გაკეთებას. ძალიან ძვირი ჯდება, 7 000-8 000 ლარამდე, გავიკეთებ ოპერაციას და ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს ედო არზუმანოვი „ფორტუნასთან“.
