LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი ბერეზოვსკაია: მხოლოდ სულელები ამბობენ, რომ გვიან ასაკში მშობიარობა კარგია

504

ცნობილი უკრაინელი ექიმი, მეან-გინეკოლოგი ელენა ბერეზოვსკაია ჯანმრთელი ცხოვრების საერთაშორისო აკადემიის პრეზიდენტია. ის ძალზედ პოპულარულია თავისი ბლოგებითა და საინტერესო რჩევებით ქალებისთვის. მსგავსად სხვა წარმატებული ექიმებისა, ის ხშირად პასუხობს ქალბატონების მიერ დასმულ საინტერესო კითხვებს. ამჯერად ექიმ ბერეზოვკაიას კითხვას გვიანი მშობიარობის თემაზე უსვამენ და ვნახოთ, მითია თუ რეალობა ამ თემაზე გავრცელებული მოსაზრებები.

კითხვა ეხება გვიან მშობიარობას, 39-40 წლის ასაკში. ამ თემაზე უამრავი სტატიაა ინტერნეტში. ზოგი წერს, რომ ეს კარგია, ზოგიც პირიქით. ამბობენ, რომ ჰორმონალური დისბალანსი ფატალურია ამ ასაკში. რას ფიქრობთ?“-კითხულობს ინტერნეტ მომხმარებელი. პასუხი კი ნამდვილად ამომწურავია: „ზოგადად ჰორმონალური აფეთქების ცნება, ძალზედ არასერიოზულია. არსებობს ქალების ორი კატეგორია. პირველი, რომლებიც ვერ აჩენენ ბავშვს ადრეულ ასაკში იმის გამო, რომ ვერ შექმნეს ოჯახი და ქალები, რომლებსაც უკვე ჰყავთ შვილები და ამჯერად კიდევ ერთხელ სურთ გახდნენ დედები. შვილოსნობის პრობლემა, რომელიც დევს ჩვენს გენეტიკაში, იმართება თავის ტვინიდან. პირველ შემთხვევაში ამ პროგრამის მართვა საკმაოდ რთული, მაგრამ შესაძლებელი. მეორე შემთხვევაში კი საქმე უფრო მარტივადაა.

მოდით გადავდოთ გვერდზე პროგრამული ნაწილი და ვისაუბროთ მაგალითებით. მე მქონდა სურვილი 38-40 წლის ასაკში ბავშვი გამეჩინა. მახსოვს მეუღლე ისე იყო მოწადინებული, რომ შვილისთვის სახელიც კი შეარჩია. სამაგიეროდ ჩემი ორგანიზმი საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე იდგა, 39-40 წლის ასაკში საკვერცხეები განაგრძობენ ფუნქციონირებას, ხშირად არის ოვულაციაც, მაგრამ მისი სიხშირე რადიკალურად იკლებს. მართალია ჰორმონები სათანადო დოზით გამოიყოფა, მაგრამ იწყება მათი დისბალანსი. აქედან გამომდინარე, სასქესო ფუნქციის გენეტიკური ფონი ნაკლებად სიცოცხლისუნარიანია. იმის მტკიცება, რომ ხარიხსიანი ორსულოის მიღება 35 წელს ზევით მარტივია, არის ტყუილი. მხოლოდ სულელები ამბობენ, რომ გვიან ასაკში მშობიარობა კარგია. ადამიანებმა, რომლებიც ამას ამტკიცებენ არაფერი იციან სტატისტიკაზე, ნაადრევი მშობიარობის ფაქტებსა და მკვდრად შობადობაზე. მოდაშია მეგობრების მაგალითების მოყვანაც, რომ ვიღაცამ გააჩინა 40 წლის ასაკში ჯანმრთელი ბავშვი და მე კიდევ ამის წინააღმდეგი ვარ. ზოგადად მე არასოდეს არ ვარ არაფრის წინაღმდეგი, მე უბრალოდ მომყავს ფაქტები.

მე ვთვლი (და ძალიან მინდა, რომ ჩემი სიტყვები არ დაამახინჯონ, როგორც „ბერეზოვსკაია წინააღმდეგია“) რომ ბავშვის გაჩენის ყველაზე ოპტიმალური ასაკი, ესაა 20-დან 30 წლამე მონაკვეთში. ასე თვლის ბევრი პროფესიონალი ექიმიც. თუმცა თუ ქალს არ აქვს საშუალება ამ ასაკში გააჩინოს ბავშვი და ამის შესაძლებლობა გვიან ეძლება, ეს მისი არჩევანია. მას აქვს უფლება გადაწყვიტოს, რა გააკეთოს. არავის აქვს უფლება მას ეს არჩევანი წაართვას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ორგანიზმის დაბერების პროცესში ქალს ესმოდეს ორგანიზმის შესაძლებლობები. ესმოდეთ ყველა რისკი, რათა გააკეთოს არჩევანი მომხრეებისა თუ მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g