LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

197
გიორგი ახობაძე

ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი გიორგი ახობაძე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

„პირველი ემოცია, რაც მაქვს, არის მადლობა ყველას მიმართ – სახლში რომ მივალ, ალბათ, შოკში ჩავვარდები“ – გიორგი ახობაძე

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მოსამართლის განმარტებით, მან გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობის გამო გამოიტანა.

შეგახსენებთ, ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g