LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი ხაშურში მომხდარზე: საკვებზე არის ეჭვი – ნიმუშები გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში

400
თატია შრანგია (1)

ქალი, რომელიც ხაშურში 5 ივნისს უგონო მდგომარეობაში იპოვეს ამჟამად კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ექიმის განმარტებით, მათ მიერ მიღებული საკვების ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი დამატებითი კვლევისთვის.

მისი თქმით, ამ ეტაპზე სხვადასხვა ორგანული პათოლოგიები, მათ შორის თავის ტვინისა და კარდიოლოგიური ხასიათის დარღვევები, გამორიცხულია.

„პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკაში შემოსვლისთანავე დაწყებულია აქტიური კვლევები და საბოლოო, ერთმნიშვნელოვანი პასუხები მაშინ გვექნება, როცა ყველა ანალიზის შედეგი იქნება ხელმისაწვდომი. ეჭვი საკვებით მოწამვლაზეც არსებობს, სწორედ ამიტომაა საკვები ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაგზავნილი. მათი პასუხები, სავარაუდოდ, გადამწყვეტი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ რიგი დიაგნოზები უკვე გამორიცხულია, რამდენიმე საეჭვო ვარიანტი ჯერ კიდევ განიხილება“, – აცხადებს ექიმი TV პირველთან საუბარში.

შეგახსენებთ, ხაშურში, სამსახურიდან შინ დაბრუნებულ მამაკაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი, მეუღლე კი უგონო მდგომარეობაში დახვდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრომაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g