ხშირად გაციება და გრიპი ყველაზე მეტ პრობლემას სწორედ ორსულებს უქმნის, რადგან გართულებების მხრივ, ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ორსულებსა და ბავშვებში ფიქსირდება. არანაკლებ მძიმე მიმდინარეობა აქვს გრიპს პოსტ-სამშობიარო პერიოდში, ანუ ბავშვის დაბადებიდან ორი კვირის ინტერვალში. აქ განსხვავება ისაა, რომ პატარას სიცოცხლეს არაფერი ემუქრება, თუმცა იმისთვის, რომ დედა და ბავშვი ერთნაირად იყვნენ დაცულნი ვირუსული ინფექციებისგან, საკმარისია ვიცოდეთ მეტი ინფორმაცია მისი პრევენციის შესახებ:
- ვაქცინაცია-საუკეთესო გამოსავალია
გრიპის ვაქცინაცია გიცავთ თქვენ და პატარას გრიპის გართულებებისგან 6 თვემდე ვადაში. ამ დრომდე ვაქცინაცია უამრავ ორსულს ჩაუტარდა და არ დაფიქსირებული უკუჩვენების არც ერთი ფაქტი.
- დაუკავშირდით ექიმს, რაც შეიძლება ადრე
თუ გაციებას ორსულობის დროს თავი მაინც ვერ აარიდეთ, გრიპის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს. ესაა ყელის ტკივილი, სურდო, ხველა, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, თავის ტკივლი, ღებინება და ფაღარათი. ასეთ დროს ექიმი შესაბამისი მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ, რაც ერთგვარი პრევენციაა გრიპის გართულებისას.
- არ დაუშვათ მაღალი ტემპერატურა
გახსოვდეთ, რომ ორსულობის პირველ ტრიმესტრში მაღალი ტემპერატურა ძალიან საშიშია, შესაბამისად ის საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას. თუ ტემპერატურა მზარდია, აუცილებელია პარაცეტამოლის მიღება, ცხადია ექიმის დანიშნულებით.
- მიიღეთ ბევრი სითხე, ხილი და ბოსტნეული
ყველა ორსულისთვის რეკომენდებულია სითხის მიღება. განსაკუთრებთ წყალი და ნატურალური უშაქრო წვენები. ხილი და ბოსტნეული აუცილებელია თქვენი იმუნიტეტისთვის ორსულობის პერიოდში. ესეც ხელს უწყობს გრიპის ვირუსის სწრაფ დამარცხებას.
- მოერიდეთ პასიურ მოწევას
გახსოვდეთ, რომ პასიური მწეველი დედა საფრთხეს უქმნის როგორც ნაყოფის, ასევე საკუთარ ჯანმრთელობას.
- როდისაა საჭირო გადაუდებელი დახმარება
თუ ორსულად ხართ და ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც შენიშნეთ, დაუყოვნებლივ მიაკითხეთ სამედიცნო დაწესებულებას:
- გართულებული სუნთქვა
- ტკივილი ან ზეწოლა მუცლის არეში
- მოულოდნელი თავბრუსხვევა
- ორიენტაციის დაკარგვა
- ძლიერი ღებინება
- მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ იკლებს პარაცეტამოლის მიღების შემდეგ
- ნაყოფის მოძრაობის შესუსტება
ესაა ის ძირითადი რეკომენდაციები, რომელსაც ცნობილი უკრაინელი ექიმი, ევგენი კომაროვსკი გთავაზობთ ორსულობისას გრიპის მართვის მიმართულებით.