ცნობილი უკრაინელი პედიატრი, ევგენი კომაროვსკი ამჯერად ყურადღებას პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაზე ამახვილებს. მისი თქმით, თუ მსოფლიოში ყველა ბავშვი აიცრება ამ ვაქცინით, თეორიულად ეს ანტიბოიტიკების მოხმარებას მინიმუმამდე დაიყვანს. ერთის მხირვ, ეს ვაქცინა ხელს უწყობს ისეთი დაავადებების პრევენციას, როგორიცაა ფილტვების ანთება, მენინგიტი და ოტიტები. მეორეს მხრივ, ის ანტიბიოტიკების მიმართ დამცავ ფუქციასაც გამოიმუშავებს, რაც შესაძლო გართულებებისგან დაგვიცავს. ნებისმიერ შემთხვევაში ანტიბიოტიკების მიზნობრივი ან პრევენციული მიზნით გამოყენება ზრდის ბაქტერიული დაავადებების რისკს ბავშვებში, ხოლო პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების შემთხვევაში მცირდება როგორც თავად დაავადების განვითარების რისკი, ასევე ანტიბიოტიკების მოქმედების უკუჩვენებაც, თუ მათი გამოყენების აუცილებლობა მაინც დადგა.
ექიმი კომაროვსკი ამბობს, რომ ეს ვაქცინა უნიკალურია, რადგან ამ დრომდე პნევმოკოკური ინფექციით გამოწვეული დაავადების სამკურნალო ერთადერთი საშუალება ანტიბიოტიკი იყო. ამავე დროს ხშირია სწორედ ამ დაავადებების გართულებები, რაც სულ უფრო რთულად სამართავი ხდება.
შეგახსენებთ, რომ პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში იმუნიაზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შემოდის და ის წლამდე ბავშვებისთვის უფასოა.