LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი კომაროვსკი: როგორ ჩავაცვათ ბავშვს, რომ არ გაგვიცივდეს

902

ექიმი ევგენი კომაროვსკი ხშირად საუბრობს ბავშვისთვის სუფთა ჰაერის აუცილებლობაზე. თუმცა დღევანდელი მისი ბლოგი ეძღვნება რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩავაცვათ ბავშვს, რომ ის არ გაგვიცივდეს. ცნობილი პედიატრი ამბობს, რომ სუფთა ჰაერი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი უნდა გაიყინოს თხელ სამოსში. ადეკვატურად შერჩეული სამოსი, ეს მთავარი რეკომენდაციაა, რომლის გათვალისწინებითაც გაციებას შეიძლება თავი ავარიდოთ.

როგორც წესი ბავშვებისთვის საუკეთესო ოთახის ტემპერატურა 18 გრადუსია. განსაკუთრებით ძილის დროს. ბევრი მშობელი ამ აზრს არ ეთანხმება იმ მოტივით, რომ ამ ტემპერატურაზე სიცივეს გრძნობს. ექიმი კომაროვსკი თვლის, რომ ეს მშობლების პრობელმაა.  ბევრისთვის კომფორტული ტემპერატურა ზამთრის პერიოდში  სახლში თხელი სამოსით სიარულია. ამავე დროს, ბევრი მშობელი თვლის, რომ ბავშვი უფრო სენსიტიურია სიცივის მიმართ, ვიდრე მოზრდილი.  რეალურად კი, ბავშვის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესი უფრო აქტიურად მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი მეტ სითბოს გამოიმუშავებს, ვიდრე  მშობლების. აქედან დასკვნა, თუ დედას და მამას სცივა, ბავშვი თავს კარგად გრძნობს, თუ მათ სცხელათ, ესეიგი ბავშვს ძალია სცხელა.

უნდა გვახსოვდეს, რომ სწორი ტემპერატურული რეჟიმი გაციებასთნ ერთად, სასუნთქი გზების უკეთ ფუნქციონირებას უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ თერმორეგულაციის სუსტი რგოლი, ანუ ეს ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა ეცვას ადეკვატურად. სწორედ ასეთი ჩაცმის დროს 18 გრადუსი არის იდეალური პატარებისთვის. მთავარი რეკომენდაცია არის შემდეგ: ჩააცვით ბავშვს თბილად!თუ პატარა იმ ასაკშია , რომ მას საუბარი შეუძლია, აუხსენით, რომ მიიღოს გადაწყვეტილება თავად. სცხელა, უნდა გაიხადოს, თუ სცივა, უნდა ჩაიცვას. არავითარ შემთხვევაში არ აწიოთ ტემპერატურა მაშინაც კი, როცა ბავშვს სიცხის გამო სიცივის შეგრძნება აქვს. ამ დროს უნდა ჩააცვათ და დაახუროთ მაქსიმალურად ბევრი. რაც შეეხება ჩვილებს, სიცივის მთავარი ნიშანი, ესაა გაფითრებული კანის ფერი. თუ ასეთი რამ შენიშნეთ, ჩაავცით ბავშვს კიდევ უფრო თბილად. თუმცა როგორც წესი, სწორი ტემპერატურული რეჟიმის დროს, ასეთი რამ არ ხდება.

რაც შეეხება გადახურებას, ეს სიმპტომატიკა ბავშვებში ყველაზე ხშირია. მკვეთრად წითელი და  ცხიმიანი კანი, ოფლიანობა, წყლის ხშირი მოთხოვნა. ასევე გადახურების ნიშანია ეგრეთ წოდებული „პამპერსის სიმპტომი“ ანუ სიწითლე ერთჯერადი პამპერსების ქვეშ. კანი აქ შესამჩნევად წითელია, ვიდრე მის ზემოთ. რაც ეხება ასე პოპულარულ, წინდების თემას. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ფეხის ტერფს ქვს რეფლექსოგენური ზონა, რომლის კონტაქტიც სიცივესთან იწვევს ცხვირის ლორწოვანში სისხლის მიმოქცევის ცვლილებას. ფეხშიშველი სიარული სწორედ რეფლექსოგენური ადგილების სტიმულირებას უწყობს ხელს, თუმცა არა ყოველთვის. კატეგორიულად მიუღებელია ფეხშიშველი სიარული ვირუსული ინფექციების დროს.

რაც შეეხება გაციებული ბავშვის გაყვანას ქუჩაში, აქ არაფერი იცვლება. ჩააცვით მას ისე, როგორც გაციებამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g