თამუნა ამონაშვილი და რეზი არჩვაძე ახლახან ტყუპი გოგონასა და ბიჭის მშობლები გახდნენ. იონასა და მელანიას ისინი ძიძის გარეშე ზრდიან. ისინი ჟურნალ „სარკეს“ ესაუბრებიან იმ გრძელ გზაზე, რომლებიც ბავშვების გაჩენას უძღოდა წინ.
თამუნა: ჩემი მეუღლისა და მეგობრების დაჟინებული თხოვნით, საზღვარგარეთ გავყინეთ კვერცხუჯრედი დაახლოებით 16 წლის წინ. მაშინ არ ვფიქრობდი, რა და როგორ იქნებოდა მომავალში. ყველა ქალს ვეტყვი, რომ არ დანებდნენ. რთულია მთელი ეს პროცესი, მაგრამ შეუძლებელი არ არის. დღევანდელი მედიცინა საშუალებას იძლევა, საოცრებები მოხდეს ქალის ცხოვრებაში.
ექიმი მეუბნებოდა, შენც შეგიძლია, გააჩინო შვილებიო. 3 თვე მარწმუნებდა, რომ მე ამას შევძლებდი, მაგრამ მაინც სუროგაციის გზა ავირჩიეთ. ხშირად პატარა გოგონებსაც უჭირთ ბიოლოგიურად გაჩენა და ამიტომ არ გავრისკე.
რეზი: რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სუროგატის არჩევა იყო რთული. ძალიან მნიშვნელოვანია, შეარჩიო ისეთი ადამიანი, რომელიც ყველა რეჟიმს დაიცავს და შენს შვილებს მაქსიმალურად გაუფრთხილდება. მადლობა უფალს, რომ ამ მხრივ ძალიან გაგვიმართლა. ეს ქალბატონი უცხოელი იყო და მთელი ორსულობის პერიოდში ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც საჭირო იყო. კვებასაც აქცევდა ყურადღებას და ემოციურ ფონსაც. იყო მომენტი, როდესაც ორსულობისას მამა გარდაეცვალა. მიუხედავად ამხელა ამბისა, ქვეყანა მაინც არ დატოვა. ბევრი სუროგატი ასე არ მოიქცეოდა…
