LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმი ნიკოლოზ გვახარია გარდაიცვალა: „უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენელი, თავად ვეღარ გაუმკლავდა კაცობრიობის ყველაზე ვერაგ მტერს და ბრძოლაში დამარცხდა…“

24143
nikolozgvaxarianews

„საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ასოციაცია“ ავრცელებს სამწუხარო ინფორმაციას ცნობილი ექიმის, ნიკოლოზ გვახარიას გარდაცვალების შესახებ და წერს:

„ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება უდიდესი ტრაგედიაა, თუმცა არიან ადამიანები, რომელთა წასვლაც ამ ქვეყნიდან აუნაზღაურებელი დანაკარგია უამრავი სხვა ადამიანისთვის, რადგან ისინი წარუშლელ კვალს ტოვებენ თავიანთი კეთილშობილებით, პროფესიონალიზმით, თავმდაბლობით და უანგარო სიყვარულით… სამწუხაროდ, სწორედ ასეთი დანაკარგი განიცადა ქართულმა სამედიცინო საზოგადოებამ დღეს ნიკოლოზ გვახარიას გარდაცვალების გამო… ურთულესია მასზე წარსულ დროში წერა და იმის გაცნობიერება, რომ უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადამრჩენელი, თავად ვეღარ გაუმკლავდა კაცობრიობის ყველაზე ვერაგ მტერს და ბრძოლაში დამარცხდა… თუმცა არა, ნიკა არ დამარცხებულა! მან მთელი თავისი ცხოვრება ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვას მიუძღვნა და სწორედ ესაა ადამიანის ამქვეყნად არსებობის უმაღლესი მისია!

ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის განვითარებისთვის ბატონმა ნიკოლოზმა არაერთი მსოფლიო ნოვაცია შემოიტანა და დანერგა საქართველოში, რამაც უამრავ ადამიანს მანამდე დაუძლეველი პრობლემის დაძლევის საშუალება მისცა. ნიკა ექიმი მაშინაც იბრძოდა, როდესაც სხვები ნებდებოდნენ და ხშირად საკუთარი ჯანმრთელობის ფასად სხვისი სიცოცხლე გადაურჩენია! ყველა პაციენტის მდგომარეობას ემოციურად განიცდიდა და ჭეშმარიტი ექიმის უმთავრესი პრინციპი „პირველ რიგში, არ ავნო“ ნიკას პროფესიული ეთიკის ფუნდამენტს წარმოადგენდა!

„საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ასოციაცია“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი დამფუძნებლისა და პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ბატონი ნიკოლოზ გვახარიას ოჯახს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები