33 წლის ექიმი, ნიკოლოზ ხაბელაშვილი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს:
„სამედიცინო საზოგადოება ახალგაზრდა ექიმს, ნიკოლოზ ხაბელაშვილს გლოვობს.
33 წლის ხაბელაშვილი გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტი იყო.
ღუდუშაურის კლინიკის ექიმი სხვადასხვა დროს მუშაობდა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და პირველ სამედიცინო ცენტრში.
კოლეგების ინფორმაციით, ხაბელაშვილს სტენტი ჩაუდგეს, თუმცა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ თრომბი განუვითარდა და მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – წერს „მთავარი ამბები კახეთიდან“.
სამედიცინო საზოგადოება ახალგაზრდა ექიმს, ნიკოლოზ ხაბელაშვილს გლოვობს 33 წლის ხაბელაშვილი გადაუდებელი მედიცინის…
Posted by მთავარი ამბები კახეთიდან/mak.ge on კვირა, 02 ნოემბერი, 2025
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურებიან ახალგაზრდა ექიმის ახლობლები:
„ექიმი რომელსაც არაერთი სიგიჟე ჩაუდენია პაციენტის გადასარჩენად. ექიმი რომელიც ყველას გვეიმედებოდა დიდსა თუ პატარას. ექიმი რომელიც ყველაზე გამოუვალ მდგომარეობაშიც კი სხვაც ამშვიდებდა და არ კარგავდა იუმორს. როცა მისი ცუდად ყოფნა გავიგე, მეგონა მისი მორიგი ხუმრობა იყო… როცა პალატაში მოსანახულებლად ავედი, ისევ ჩვეული იუმორით დამხვდა: „რამ შეგაშინათ ხალხო? ჩემიდან თავს ვერ დააღწევთ, 15-ში ვარ მორიგე და მანამდე არ მოიწყინოთ“. რამდენი 15 რიცხვი გავა უშენოდ? რამდენი ლამაზი გეგმები დაგრჩა ასასრულებელი შენს არაჩვეულებრივ მეუღლესთან ერთად. ძალიან დაგვაკლდები ყველას. საქართველომ შენი სახით არაჩვეულებრივი შვილი და პროფესიონალი ექიმი დაკარგა. შეხვედრამდე ნიკა ექიმო 
“ – წერენ სოციალურ ქსელში.
ექიმი რომელსაც არაერთი სიგიჟე ჩაუდენია პაციენტის გადასარჩენად. ექიმი რომელიც ყველას გვეიმედებოდა დიდსა თუ პატარას. ექიმი…
Posted by Tako Tako on შაბათი, 01 ნოემბერი, 2025
															