LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის მიმართვა ჟურნალისტებს: „კიდევ ერთხელ და უმორჩილესად, ყველა ჟურნალისტს მოგიწოდებთ – გაიკეთეთ, გამოიყენეთ ნიღაბი წესის დაცვით!!!“

145
aniqavtaradze2011

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ამჯერად ჟურნალისტებს მიმართავს და მათ წესებისა და რეგულაციების დაცვისკენ განსაკუთრებულად მოუწოდებს, ვინაიდან ამ პროფესიის წარმომადგენლები რისკჯგუფს მიეკუთვნებიან.

„კიდევ ერთხელ და უმორჩილესად, ყველა ჟურნალისტს (და არამარტო), მოგიწოდებთ –  გაიკეთეთ, მოიხსენით და გამოიყენეთ  ნიღაბი წესის დაცვით!!!

მხოლოდ წესის დაცვით!

თქვენ ხართ რისკ-ჯგუფი და ასე უდიერად მოპყრობა ნიღბებთან კარგს არაფერს მოგვიტანს! (ავტომატურ ჩვევად უნდა გამოიმუშავოთ წესი, ვისაც გსურთ, ონლაინ ტრენინგი შემიძლია შემოგთავაზოთ. ნიღბის სწორად მოხმარების შესახებ, არ მეზარება).

თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც ბევრ ლოკაციაზე, ბევრ სხვადასხვა სივრცეში, ბევრ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელთან გიწევთ ურთიერთობა.

თქვენ შეიძლება გახდეთ უსიმპტომო გადამტანი, კიდევ ერთი რგოლი დაავადების გადაცემათა ჯაჭვში!

პ. ს. იქნებ, ამ ღრუბლიან მიკროფონებზე, ერთჯერადად, ნიღბები გადააკრათ. სხვადასხვა რესპონდენტთან ახალ-ახალი (არ ვიცი, ტექნიკურად ეს რამდენად არ გამოიწვევს ხმის ხარვეზს, მაგრამ მოსინჯვა ღირს ალბათ).

ძალიან გთხოვთ,

გაუფრთხილდით თავს და სხვებს

#ატარენიღაბი

#ცხვირინიღაბში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g