LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმის ქალიშვილის ემოციური წერილი: „თავისი სრულიად დაუჯერებელი სამუშაო დატვირთვა არ იკმარა და დამატებითი მორიგეობები აიღო კოვიდიანი პაციენტების მოსავლელად“

106
mariambajelidze

მარიამ ბაჯელიძე სოციალურ ქსელში თავისი დედის,  მეან-გინეკოლოგ მანჩო მახარაძის ფოტოს ავრცელებს. ფოტოზე ექიმი სრულად არის ეკიპირებული კოვიდისგან თავის დასაცავად.

მარიამი წერს:

„ეს დედაჩემია. მეან-გინეკოლოგი. რაც თავი მახსოვს, სულ მორიგეა, სახლში მოსული რამდენიმე საათით წაძინებას რომ ცდილობდა, მაინც სულ ტელეფონზე იყო ჩამოკიდებული. ხან ვის ეხმარებოდა უფასო კონსულტაციით და ხან ვის.

მისი მანქანის საბარგულს თუ გახსნით, რაღაც უცნაურობა აუცილებლად დაგხვდებათ: მადლიერი პაციენტის ოჯახისგან გამოგზავნილი თაფლის არაყი, კარტოფილის ტომარა, ზამთრობით მანდარინები და ა.შ. ვერ იტანს, პაციენტი რომ დავალებულად გრძნობს თავს, მაგრამ ისიც ერიდება, უარი უთხრას მოკრძალებულ ნობათებზე.

სულ მგონია, რომ ექიმი არ უნდა ყოფილიყო, ვერასდროს შეძლო ემოციური დისტანცირება პაციენტებისგან. უამრავი ბავშვი მოვლენილა ამქვეყნად დედაჩემის დახმარებით და ყველა მცირე გართულებას ისე განიცდის, როგორც ჩემს პრობლემებს განიცდიდა.

ახლა ეს ფოტო ჩამიგდო, თავისი სრულიად დაუჯერებელი სამუშაო დატვირთვა არ იკმარა და დამატებითი მორიგეობები აიღო კოვიდიანი პაციენტების მოსავლელად.

მიყვარხარ, დე. მე ვიცი, რამდენად რთულია ეს ყველაფერი შენთვის, მაგრამ ისიც ვიცი, რამდენად გაბედნიერებს სხვების მოვლა და პატრონობა.

აი, ასე გამოიყურებიან ძალიან მაგარი გოგონები!..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g