LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექიმმა ამის დახვრეტა არ შეიძლება, სიცხიანიაო და საზღვარზე გადააპარა” – საოცარი ისტორია, რატომ დაარქვა მამამ ლაურა რეხვიაშვილს ეს სახელი

709
BeFunky-collage (6)

მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი გადაცემას “ფარული კონვერტი” სტუმრობდა და საზოგადოებისთვის დღემდე ნაცნობ თუ უცნობ ისტორიებზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე თუ რატომ დაარქვეს ოჯახის უფროს ქალიშვილს ლაურა.

ლაურა რეხვიაშვილი:

“მერვე კლასამდე მამის მკლავზე მეძინა. ერთხელაც მამას ვკითხე, რატომ მქვია რუსული სახელი? მაწუხებდა ეს და მომიყვა ისტორია. მამამ იომა. ბუდაპეშტამდე ჩავიდა. დაზვერვაში მუშაობდა. ხვალ შეიძლება იერიშზე გადმოვიდნენო, მოსულა ხმა. ამიტომ მამას სხვებთან ერთად საზღვრიდან ინფორმაცია უნდა გადმოეტანა. დახვდა მავთულხლართები. სასაზღვრო მავთულხლართებზე ცხრა კაცი უნდა გადასულიყო. ეს გადასვლა კი 99%-ით სიკვდილს ნიშნავდა. არ გადასვლა კი იმის გამოცხადება იყო, დავალებას არ ვასრულებ და მესროლეთ-ო!

გადავიდნენ და ცხრავე დაიჭერს. მამამ მითხრა, ნომერი დამადეს ვის მერე უნდა დავხვრეტილიყავი, მაგრამ ეს არ მოხდებოდა თუ აბსოლუტურად ჯანმრთელი ტემპერატურა არ მექნებოდაო. თუ ვინმეს 37 გრადუსი ექნებოდა არ ესროდნენ.

მამას დაუფიქსირდა ტემპერატურა, რომელიც არ აქვს. შემოდის ექიმი, რომელმაც გამოაცხადა, რომ ამის დახვრეტა არ შეიძლება, სიცხიანიაო. იმ ღამეს იმ ქალმა საზღვარზე გადააპარა. იმ ქალთან იცხოვრა მამამ და ალბათ, დარჩებოდა კიდეც, რომ შიშის გამო ორ კვირაში გული არ გახეთქოდა იმ ქალს. ახლა როგორ დაბრუნდა, ეს ერთი წიგნია.

მე რომ გავჩნდი, იმ ქალის პატივსაცემად, რომელმაც სიცოცხლე აჩუქა, ვარ ლაურა. სახელი კი არა, ექიმიც უნდოდა გამოვსულიყავი, ისევ იმ ქალის პატივსაცემად”

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g