LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმმა სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილად არ მიიჩნია: სასამართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობს, ადვოკატები კი მის დისტანციურად ჩართვას ითხოვენ

131
BeFunky-collage (1)

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

პროცესს არ ესწრება ყოფილი პრეზიდენტი.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვას ითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ პენიტენციურმა დაწესებულებამ საავადმყოფოდან გამოგზავნილი წერილი წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ექიმი მოცემულ მომენტში სააკაშვილის ტრანსპორტირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. აღნიშნულს ხელს კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე და სააკაშვილის მკურნალი ექიმი თამარ დავარაშვილი აწერენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g