LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმო, კისერზე ბურთულა აქვს… საშიში ხომ არ არის?“ – რა არის ლიმფური კვანძი და როდის უნდა მივმართოთ ექიმს – პედიატრ ინგა მამუჩიშვილის რეკომენდაციები

743
ინგა მამუჩიშვილი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას ხშირად უზიარებს, ამჯერად სოციალურ ქსელში ლიმფური კვანძების შესახებ წერს.

რა არის ლიმფური კვანძი, რატომ დიდდება კისრის ლიმფური კვანძები, რა შემთხვევაშია მისი მოცულობის ზრდა ყურადსაღები და როდის უნდა მივმართოთ ექიმს აუცილებლად – ამასთან დაკავშირებით ინგა მამუჩიშვილი მნიშვნელოვან რეკომენდაციებს „ფეისბუკში“ აქვეყნებს.

„მშობლების შეშფოთების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია კისრის ლიმფური კვანძების გადიდება.

„ექიმო, კისერზე ბურთულა აქვს… საშიში ხომ არ არის?

რა არის ლიმფური კვანძი?

ლიმფური კვანძი არის იმუნური სისტემის „ფილტრი„, ის ეხმარება ორგანიზმს: ინფექციებთან ბრძოლაში და ანთებითი პროცესის კონტროლში!

რატომ დიდდება კისრის ლიმფური კვანძები?

ყველაზე ხშირი მიზეზებია: ვირუსული ინფექციები, ტონზილიტი, ფარინგიტი, ადენოიდები, კარიესი და ღრძილების ანთება, ალერგიული რინიტი.

ამ მდგომარეობას ეწოდება რეაქტიული ლიმფადენოპათია და უმეტეს შემთხვევაში არ არის საშიში!

რა შემთხვევაში არ უნდა მივაქციოთ ყურადღება?

თუ ლიმფური კვანძის ზომა 1-1,5 სანტიმეტრამდეა, კვანძი მოძრავია, რბილი, სხვა კვანძებთან და კანთან არ არის შეხორცებული, რბილი ან ელასტიკურია, ინფექციის დროს ან შემდეგ ჩნდება, ზოგჯერ კვანძი ბოლომდე არ ქრება გამოჯანმრთელების შემდეგ – ესეც ნორმის ვარიანტია!

როდის მივმართოთ ექიმს აუცილებლად?

ზომა მეტია 2 სმ-ზე;

ძალიან მყარია ან შეზრდილი სხვა კვანძებთან და კანთან;

სწრაფად იზრდება;

კანი ჰიპერემიულია;

ფიქსირდება მაღალი ტემპერატურა;

მატულობს ოფლიანობა;

აღენიშნება წონაში კლება.

ასეთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი კვლევები!

უმეტეს შემთხვევაში საკმარისია დაკვირვება და ძირითადი მიზეზის მკურნალობა!

გახსოვდეთ!

ლიმფური კვანძი ბავშვის იმუნური სისტემის აქტიური მუშაობის ნიშანია და არ მიუთითებს აუცილებელ საშიშროებაზე!

პანიკა არ არის საჭირო, მთავარია სწორი შეფასება“, – წერს პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში.

მშობლების შეშფოთების ერთ-ერთი ხშირი მიზეზია კისრის ლიმფური კვანძების გადიდება „ექიმო, კისერზე ბურთულა აქვს… საშიში ხომ…

Posted by Inga Mamuchishvili on სამშაბათი, 24 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g