პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ძალიან მძიმე დასკვნა და დაისვა დიაგნოზები, როგორიც აქამდე არ იყო დასმული.
ჩიხლაძის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან მაღლი რანგის სპეციალისტები და სამედიცინო წრეებში მათ კომპეტენციასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს.
“ერიც და ბერიც ამბობს, სააკაშვილი შესაბამისი პროფილის მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი. ” – აცხადებს ჩიხლაძე.
“სულ რომ აპარატურა წესრიგში იყოს, დიაგნოზს როდესაც ვერ სვამ, ეს უკვე არის დასკვნა, რომ იქ არ შეიძლება მისი გაჩერება. რაღაც ფაციფუცში აპარატურის შეტანა ნიშნავს, რომ კლინიკა არ არის მზად, კლინიკის აწყობას თვეები სჭირდება“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექიმთა ჯგუფმა გუშინ დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ, დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში.