LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექიმთან მყავდა, მას უბრალოდ დიდი ტვინი აქვს“ – პერის ჰილტონმა ვაჟი გამოაჩინა, ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

419
page

თებერვალში, პერის ჰილტონი დედა პირველად გახდა. არტისტმა სუროგატი დედის მომსახურებით ისარგებლა. ვარსკვლავს და მის მეუღლეს, კარტერ რეუმიმს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ფენიქსი დაარქვეს.

პერის ჰილტონმა 7 თვის ვაჟის ფოტოები გაავრცელა

ვარსკვლავმა ახლახან „ინსტაგრამზე“ ვაჟთან გადაღებული ფოტოები გაავრცელა.

„ჩემი ძვირფასი ანგელოზი, ფენიქსი პირველად ნიუ-იორკში“, – წერს ვარსკვლავი.

ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. კომენტარებში წერდნენ, რომ ბავშვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს და ოჯახს მის ექიმთან მიყვანას ურჩევდნენ.

ჰილტონმა ამ თემასთან დაკავშირებით პირველი კომენტარიც გააკეთა. ის აცხადებს, რომ 8 თვის ფენიქსი სრულიად ჯანმრთელია.

„მსოფლიოში იმდენი ავადმყოფი ადამიანია…. ჩემი ანგელოზი სრულიად ჯანმრთელია. რა თქმა უნდა მე ის ექიმთან მყავდა, მას უბრალოდ დიდი ტვინი აქვს“, – აცხადებს 42 წლის პერისი.

შეგახსენებთ, პერისმა და კარტერ რეუმიმ 2021 წელს იქორწინეს.

„ჩემი გული“ – პერის ჰილტონმა ახალშობილი ვაჟი გამოაჩინა

ფოტო: „ჩემი მარადიულობა იწყება დღეს“ – 40 წლის პერის ჰილტონი გათხოვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები