LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექს-ქმართან შეხვედრის მოლოდინში – ანჯელინა ჯოლის ნატიფი „ლუქი“ „ვენეციის კინოფესტივალზე“

707
page

მანამ, სანამ ბრედ პიტი შეყვარებულთან ერთად თავისი ფილმის, Wolfs-ის პრემიერებს ესწრება და ჯორჯ კლუნთან ერთად ორმაგი პაემნებით ტკბება, ანჯელინა ჯოლის ტრიუმფი გრძელდება.

ბრედ პიტისა და ჯორჯ კლუნის ორმაგი პაემანი ვენეციაში – უახლესი ფოტოები

ოსკაროსანი მსახიობის ფილმის, „მარიას“ ჩვენებამ დიდი მოწონება და ფურორი დაიმსახურა. ამ დროს კი პიტისა და კლუნის ფილმი გააკრიტიკეს.

ამჯერად 49 წლის ვარსკვლავი „ვენეციის კინოფესტივალის“ წითელ ხალიჩაზე საოცრად ნატიფი „ლუქით“ გამოჩნდა. ეს გახლდათ შიფონის, ჰაეროვანი, ყავისფერი კაბა, რომელიც ბერძნულ სტილში იყო გადაწყვეტილი.

ბოლო ორი დღეა არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რომ ექს-წყვილის შეხვედრა ფესტივალზე გარდაუვალია.

„ბრანჯელინას“ შეხვედრა წითელ ხალიჩაზე გარდაუვალია – ბრედ პიტი „ვენეციის კინოფესტივალზე“ ახალ შეყვარებულთან ერთად მივიდა

ფოტო/ვიდეო: „დედოფალმა გვირგვინი დაიბრუნა“ – ანჯელინა ჯოლის სენსაციური გამოჩენა წითელ ხალიჩაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები