სანამ ცნობილი საგის მორიგი ნაწილი მსოფლიოს ეკრანებს დაიპყრობს, ფილმის ნამდვილი ფანებისთვის ამერიკულმა კომპანიამ Devon Works სასიხარულო ინფორმაცია გაავრცელა. კომპანიამ დააანონსა მაჯის საათი სახელად Star Wars by Devon.
ექსკლუზიური, თემატური აქსესუარი გამოვა შეზღუდული რაოდენობით სულ 500 ცალი. დიზაინში დართ ვეიდერის კოსტუმის და TIE იმპერიის გამანადგურებლების ელემენტები იქნება გამოყენებული. ასეთი უნიკალური და ორიგინალური ელექტრომექანიკური საათის ფასი 29 ათასი დოლარი იქნება.