LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: „ლაშას პირველი ხელფასი ჩემს კაბაში დაიხარჯება!..“ – რატომ უკეთებს მასაჟს გადასაღებ მოედანზე ლაშა რამიშვილი ნინო ჩხეიძეს

3978
ნინო ჩხეიძე, ლაშა რამიშვ

1-ელ იანვარს, „რუსთავი 2“-ის ეთერში ახალი მუსიკალური შოუ იწყება. „გული მღერის“ სხვადასხვა ტიპის მუსიკალურ საღამოებს შემოგვთავაზებს. გადაცემას კი ნინო ჩხეიძისა და ლაშა რამიშვილის წყვილი გაუძღვება.

fortuna.ge ექსკლუზიურად დაესწრო გადაცემის გადაღებას და ლაშასა და ნინოსთან ინტერვიუ ჩაწერა.

„ხელის გულზე ვატარებ და ვარდის ფურცლებს ვუფენ“, ასე დაიწყო ნინოზე საუბარი ლაშამ.

ნინო:

გესმის, რას ლაპარაკობს? ჩვენ ამჯერად შეგვყარა „რუსთავი 2“-მა და ძალიან გამიხარდა, რადგან კარგი საქმისთვის ვართ აქ – ყოველ შაბათს „გული მღერის“ ეთერში შემოგთავაზებთ სხვადასხვა მუსიკალურ საღამოს. სულ მინდოდა ასეთი გადაცემის წაყვანა და როგორც იქნა, ამიხდა ოცნება ჩემს ლაშასთან ერთად.

ლაშა:

მე კი ოცნება ამიხდა, რომ ნინოს გვერდით ვდგავარ. გადაღების დროს სულ ვცდილობ, რომ გულის მხარეს დამიდგეს. გეფიცები, სულ ვამბობდი, რომ ნინო არის საუკეთესო ადამიანი, დიდი პროფესიონალი და არაჩვეულებრივი არტისტი. ჩვენი შეყრა, ოღონდ „რუსთავი 2“-ზე ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა – საოცრად ლამაზი ქალი მიმშვენებს გვერდს.

რას უნდა ველოდოთ ახალ გადაცემაში და თუ იქნება თქვენი დუეტები?

ნინო:

ოოო, ჩვენი დუეტები, რა თქმა უნდა, იქნება… იცი, როგორი გადაცემაა? ყოველი გადაცემა იქნება დღესასწაული. შაბათ დღეს, როცა მაყურებელი მიუჯდება ეკრანს, მოისმენს ყველა იმ სიმღერას, რომელიც ძალიან უყვარს. იქნება ახალი სიმღერების პრემიერებიც, ნაცნობი თუ უცნობი სახეები. ყველაფერი, რაც კარგ და გულიან სიმღერასთან არის დაკავშირებული… არ მინდა, ყველაფერი ვთქვა, რადგან „ფორტუნას“ საიტს მთელი საქართველო კითხულობს და ყველაფერს ნუ გვათქმევინებთ წინასწარ…

ლაშა:

ძალიან დიდი მადლობა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას, რომ ასეთ შოუებს აკეთებს. ამ არხზე ფანტასტიკური მუსიკალური შოუები გადის. წინ ძალიან დიდი სანახაობა გელოდებათ. დიდი მადლობა ჩვენს პროდიუსერებს, პროფესიონალებს თამარ გომართელსა და თათია კობრეშვილს.

ნინო:

ეს მიმართულება ჩვენს სფეროს ძალიან სჭირდება. ყოველთვის იყო პრობლემა კარგ დეკორაციასა და განათებაში კარგი ნომერი ჩაგეწერა. გამოჩენისა და წარმოჩენის პრობლემა აქვს ყველა მომღერალს. ჩვენს გადაცემაში ეს პრობლემა ნამდვილად მოხსნილი იქნება, რადგან ყველა ჩვენს კოლეგას საუკეთესოდ წარმოვაჩენთ.

კოლეგები ხართ, მაგრამ აქამდე ერთად არ გიმუშავიათ. რა ახალი თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

ნინო:

სხვათა შორის, ლაშას ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ჩემ მიმართ, მაგრამ გაოცებული ვარ, როგორი ყოფილა სამუშაო პროცესში. არ შეიძლება მეტი პატივისცემა, მეტი მოვლა და მეტი ზრუნვა. ტელევიზიაში ასე არ ხდება, მაგრამ როცა მე ვლაპარაკობ, მიყურებს და მელოდება ბოლომდე, როდის დავასრულებ. მე ვეუბნები ხოლმე, ლაშა, ჩამერთე-მეთქი. ერიდება, მან რომ პირი გააღოს, კაცი რადიოა, მაგრამ მეკითხება ხოლმე, – „დაამთავრე, ჩემო სიცოცხლე?“ (იცინიან).

ლაშა:

სულ ვამბობ, ყველაზე დიდი ბედნიერება და ნარკოტიკი არის ქალი – მით უმეტეს, ასეთი, რომელიც ასე კარგად მღერის. ამას წინათ თქვა, მცივაო და გადავირიე, ამხელა კაცი გვერდზე გიდგავარ და როგორ უნდა შეგცივდეს-მეთქი. დავუწყე მასაჟის კეთება. ეს აღბეჭდილია. ჩემმა მეუღლემ  ეს ვიდეო ნახა და ორი ღამის განმავლობაში სახლში არ შემიშვა (იცინიან). ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობა იყო, მაგრამ მართლა ვამბობ – ერთმანეთს ვავსებთ. მე ასე ვფიქრობ. ეს ტელესივრცეში, როგორც წამყვანის, ჩემი პირველი ნაბიჯია. ნინო ძალიან მეხმარება. როგორც შეუძლია, მაქსიმალურად მამხნევებს.

ნინო:

ჩვენ გვაქვს სამსახურის ჩატი, სადაც ლაშა გვანებივრებს კომპლიმენტებით და გვამხნევებს ლამაზი სიტყვებით. მთელი დღე მერე გადასარევად მიდის ხოლმე.

სახალისო ამბები არის უკვე გადასაღები მოედნიდან?

ნინო:

სახალისო არ ვიცი, მაგრამ მაგალითად, დღეს წითელ კაბაზე წითელი ღვინო გადამასხა შემთხვევით (იცინიან).

ლაშა:

გვერდზე მედგა სტუმარი. ხელი გამკრა და ნინოს გადაესხა წითელი ღვინო. შევწუხდი. ნინოს ხომ სულ ძვირიანი კაბები აცვია. გამომხედა და მეუბნება, არა უშავს, ლაშა, ხვალ ახალს მიყიდიო (იცინიან).

ნინო:

ლაშას პირველი ხელფასი ჩემი კაბის შეძენაში წავა, რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს. აქედანვე შეამზადე ოჯახი…

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი 

პოპულალურები