სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული კანონპროექტს დღეს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე განიხილავენ.
კანონპროექტის მიხედვით, სასკოლო ღონისძიებების დროს მძღოლებს მოსწავლეების გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ისინი გარკვეული ტიპის დოკუმენტაციას წარადგენენ.
„ეს გახლავთ კანონპროექტი, რომელიც არეგულირებს სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტირებას. იმ შემთხვევაში თუ დაგეგმილია რაიმე ტიპის სასკოლო ღონისძიებები, ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების კუთხით მძღოლებს წარსადგენი ექნებათ გარკვეული ტიპის დოკუმენტაცია და მხოლოდ ამის შემდგომ ექნებათ მოსწავლეების გადაყვანის საშუალება,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერაა მომზადებული, რომლის თანახმადაც, სასკოლო ღონისძიებაზე მძღოლის მიერ მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანის წესების დარღვევაზე ფულადი ჯარიმები წესდება.
გაიგეთ უფრო მეტი:
ექსკურსია ვერ შედგება სამედიცინო დახმარების მცოდნე პირის გარეშე, ხოლო სატრანსპორტო საშუალების გამართულობას შესაბამისი ცნობა დასჭირდება.
რვა პუნქტი, რომლის გარეშე ექსკურსიაზე ვეღარ წახვალთ - რა ცვლილებები ამოქმედდება მომავალი წლიდან?