ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ არ განიხილება ქვეყანაში რესტორნების გახსნა.
კითხვაზე, რატომ მიჩნევა რესტორნები ინფექციის გავრცელების ყველაზე მაღალ რისკად, გაბუნია პასუხობს:
„რესტორნებში ინფექციის გავრცელების რისკი გლობალურადაა შეფასებული, რადგან იქ მქოფი ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის ინფექციის დაცვის ყველაზე მაღალი საშუალება.
ჩვენ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე, პირველ რიგში გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რასაც ეტაპობრივად მოყვება სკოლა. ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა, რაც რისკების მიუხედავად ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ. და ასეც არის დაგეგმილი“, – აღნიშნა გაბუნიამ.
გაბუნია გამორიცხავს რაიმე სახის ექსპერიმენტის ჩატარებას არის თუ არა რესტორანი ინფექციის გავრცელების მაღალი რისკის შევცველი, რადაგან ამასთან ადამიანის სიცოცხლეა დაკავშირებული.
„როდესაც ცნობილია რისკის მაღალი დონე, რაიმეს ექსპერიმენტირება დაუშვებელია. ეტაპობრივი გახსნის მეცნიერული დასაბუთებები, არის ის, რასაც ჩვენ ამ გახსნის პროცეში ვიყენებთ. გახსნა უნდა იყოს მდგრადი. დღეს გავხსნათ და ხვალ ისევ დასაკეტი გამოდგეს, მაშინ როცა ეს ყველაფერი უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს, მიუღებელია. თვითოეული 100 ინფიცირებულიდან იცით, რომ ერთი ლეტალურად გამოსავალია. ამიტომ ასეთი ტიპის დაშვებები მიუღებელია“. – ამბობს გაბუნია.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს რესტორნები აკრძალვის მიუხედავად თვითნებურად გახსნას გეგმავენ.