LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტები გვირჩევენ – საუკეთესო დანიშნულებები მათთვის, ვინც სიყვარულს ეძებს

64
restaurante-romantico-madrid

სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ესპანეთი საუკეთესო ადგილია მარტოხელა ადამიანებისთვის, მათთვის ვინც სიყვარულს აქტიურად ეძებს. სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ რეიტინგის პირველ ორ ადგილს სწორედ ეს ქვეყანა იკავებს.

მადრიდმა უპირობო ლიდერობა მოიპოვა და შესაძლო 80 ქულიდან 55,2 დაიმსახურა. მადრიდში 733 რომანტიკული რესტორანი და 714 ღამის კლუბია. გარდა ამისა ესპანეთის დედაქალაქი მარტოხელებს 23 ზრდასრულთა მაღაზიას და 45 ცალ „საათობრივ სასტუმროს“ სთავაზობს.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიყვარულის მაძებრებისთვის იდეალური ქალაქების უმრავლესობა ევროპაში მდებარეობს. მეორე ადგილს 54,4 ქულით ბარსელონა, მესამეს კი ბერლინი იკავებს. გერმანიის დედაქალაქმა 53 ქულა მოაგროვა.

რეიტინგის შედგენისას სპეციალისტებმა რამდენიმე კრიტერიუმით იხელმძღვანელეს:

• რომანტიკული რესტორნების რაოდენობა
• ღამის ცხოვრება
• უსაფრთხოების მაჩვენებელი
• კინოს ორი ბილეთის ფასი
• ორი ადამიანისთვის განკუთვნილი კერძის საშუალო ღირებულება
• სწრაფი პაემნები
• ზრდასრულთა მაღაზიები

მთლიანი რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. მადრიდი
2. ბარსელონა
3. ბერლინი
4. რომი
5. ლონდონი
6. პარიზი
7. მილანი
8. პრაღა
9. სინგაპური
10. ტოკიო
11. ნიუ-იორკი
12. ლოს ანჯელესი
13. ვენა
14. ჰონგ-კონგი
15. სტამბოლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები