LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა მეორად ბაზარზე ყველაზე პრობლემური ავტომობილები დაასახელეს

143
6787

ავტომობილისტებმა ბენზინის ძრავიანი ყველაზე არასაიმედო მეორადი მანქანები დაასახელეს. მორიგი კვლევა ბრიტანული გამოცემა Whatcar.com-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს სადაზღვევო კომპანია MotorEasy-სთან ერთად. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 25 ათასმა ბენზინის ძრავიანი ავტომანქანის მფლობელმა. რესპონდენტებმა გამოარჩიეს ის პრობლემები, რასაც ბოლო ორი წლის განმავლობაში წააწყდნენ. შედეგად ექსპერტებმა მეორად ბაზარზე ყველაზე პრობლემური მანქანების სია შეადგინეს.

ანტირეიტინგს ხსნის Opel Astra. მისი მფლობელების 44%-ს ბოლო წლებში პრობლემა შეექმნათ. ყველაზე გავრცელებულია აკუმულატორთან, ელექტრობასთან, ასევე გამონაბოლქვ სისტემასთან, გადაცემათა კოლოფთან და საკიდართან დაკავშირებული დეფექტები. შემდეგ მოდის Mercedes-Benz C-Class. 46%-ს სედანის ექსლუატაციაზე პრობლემები შეჰქმნიათ.

კიდევ ერთი არასაიმედო მოდელია Nissan Qashqai. იაპონურ კროსოვერს ხშირად ჰქონდა ძრავასთან, კონდიციონერთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე აკუმულატორთან და ელექტრობასთან. მძღოლები უკმაყოფილო იყვნენ Skoda Octavia-თი. მფლობელები მასობრივად ჩიოდნენ ძრავის, აკუმულატორის, ასევე საკიდარისა და ელექტრობის დეფექტებზე.

სიაში ბოლოა ჰეთჩბექი MINI, რომელიც 2007-2014 წლებში გამოდიოდა. თითქმის ნახევარს ელექტრობასთან და ძრავზე პრობლემა ჰქონდა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები