ექსპერტებმა საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი გამოავლინეს. ახალზელანდიურმა ველიგტონმა Deutsche Bank-ის ანალიტიკოსების ვერსიით, ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქის წოდება მიიღო.
ექსპერტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქალაქები ისეთი პარამეტრებით გააანალიზეს, როგორიც არის ჰაერის დაბინძურების დონე, კლიმატი, ფასები უძრავ ქონებაზე, დანაშაულებისა და ჯანდაცვის დონე.
მეორე ადგილი შოტლანდიის დედაქალაქს, ედინბურგს ერგო. ავსტრიულმა ვენამ კი ლიდერთა სამეული დახურა. მეოთხე პოზიციაზე ისევ ასტრალიური ქალაქი, ამჯერად მელბურნს ერგო, ხუთეულს კი შვეიცარიული ციურიხი ასრულებს.
ათეულში ასევე კოპენჰაგენი, ოტავა, ბოსტონი, ამსტერდამი და სიდნეი შედიან.