თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში პაროლის საიმედოობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამ თემასთან დაკავშირებით სპეციალისტებმა რამდენიმე რჩევა მოგვცეს, რომლის შედეგადაც პაროლის გატეხვა თითქმის არარეალური გახდება.
პირველ რიგში, მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ჰაკერების მსხვერპლი გავხდეთ, შესაძლოა თავადვე ვიყოთ, რადგან ხშირ შემთხვევაში უსაფრთხოების გაფრთხილებას არაფრად ვაგდებთ და სხვადასხვა ექაუნთებზე, მათ შორის საბანკოსა და საქმიანზეც, ერთი და იგივე პაროლები გვაქვს.
ყველაზე საიმედოდ კი პაროლში დიდი და პატარა ასოების კომბინაცია დასახელდა, თუმცა გაითვალისწინეთ: არავითარ შემთხვევაში პაროლი თქვენს ინიციალებს ან დაბადების თარიღს არ უნდა წარმოადგენდეს.