LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტებმა ყველაზე პოპულარული მობილური ბრაუზერი დაასახელეს

99

ექსპერტებმა ყველაზე პოპულარული მობილური ბრაუზერი დაასახელეს. აღმოჩნდა, რომ Android-ისა და iOS-ის მომხმარებლები ინტერნეტში ძრომიალის დროს უპირატესობას Google Chrome-ს ანიჭებენ. როგორც კვლევამ აჩვენა, აღნიშნულ ბრაუზერს გამოკითხულთა 2/3 მაინც იყენებს. გამოკითხვაში კი 8,3 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მათმა 13%-მა ხმა Samsung-ის საფირმო ბრაუზერს, Samsung internet-ს მისცა. ხოლო, რაც შეეხება Safari-სა და Opera Mini-ს მათ დიდი მოწონება ვერ დაიმსახურეს და მხოლოდ ხმების 3% და 2% დააგროვეს. რაც შეეხება საკონტაქტო აპლიკაციას, ამ მხრივ ლიდერი კვლავინდებურად Skype-ია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები