LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსპერტიზის დასკვნამდე პოლიციის მისამართით ბრალდებაზე საუბარი ნაადრევია – შალვა ხუციშვილი

115

შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, საპატრულო ეკიპაჟის იმ წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი, რომლებიც 25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში იმყოფებოდნენ, მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, რაც ცნობილი გახდება ექსპერტიზის დასკვნა, თუ რამ გამოიწვია 32 წლის მამაკაცის გარდაცვალება.

შალვა ხუციშვილის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნამდე პოლიციის მისამართით ბრალდებაზე ან შეფასებაზე საუბარი ნაადრევია.

„სანამ არ გვექნება მინიმუმ დასკვნა, თუ რით გარდაიცვალა ეს ადამიანი, რაიმე ბრალდებაზე პოლიციის მისამართით საუბარი ნაადრევია,“ – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა.

მინისტრის მოადგილემ უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რა მიზნით მოახდინა შს სამინისტრომ თვითმხილველთა განცხადებების გავრცელება, სადაც საუბარი შეეხებოდა გარდაცვლილი პირის ალკოჰოლდამოკიდებულებას და მისი მხრიდან ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარებას.

შალვა ხუციშვილმა ასევე არ უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის ბრალდებას, რომელთა განცხადებითაც, სამინისტრო გარდაცვლილი პირის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის შექმნას ცდილობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები