5-6 დეკემბერს, საგამოფენო ცენტრის „ექსპო ჯორჯია“ მე-11 პავილიონში, „ექსპო ჯორჯიისა“ და საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის ორგანიზებით, უძრავი ქონების გამოფენა გაიმართება.
ღონისძიების შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „ექსპო ჯორჯიის“ პროექტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარიამ ცაიშვილმა ისაუბრა:
უძრავი ქონების გამოფენაში 50-მდე დეველოპერული და 20-მდე საბროკერო კომპანია მიიღებს მონაწილეობას.
უძრავი ქონების (საცხოვრებელი, კომერციული თუ საოფისე) შეძენითა თუ ქირავნობით დაინტერესებული პირები ერთ სივრცეში აღმოაჩენენ სხვადასხვა მასშტაბის პროექტებსა და შეთავაზებებს. რაც მთავარია, ისარგებლებენ განსაკუთრებული პირობებითა და ფასდაკლებებით.
ღონისძიების ფარგლებში წელსაც გაიმართება B2B შეხვედრები საინვესტიციო, დეველოპერულ და საერთაშორისო საბროკერო კომპანიებს შორის.
გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
