23-24 თებერვალს გამოფენების ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებით, განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენა – International Education Fair Georgia 2018 გაიმართება. გამოფენა გაიხსნება 23 თებერვალს, 12:00 საათზე, მე-11 პავილიონში.
IEFG 2018-ზე წარმოდგენილი იქნება 70-ზე მეტი მონაწილე 14 ქვეყნიდან.
დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, შეხვდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ნახონ, შეაფასონ და შეადარონ საგანმანათლებლო პროგრამები, გაიგონ უფრო მეტი კონტენტის, დაფინანსების წყაროების/შესაძლებლობების და გაცვლითი პროგრამების შესახებ.
მონაწილე ქვეყნები: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, თურქეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, რუსეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, შვეიცარია.
International Education Fair Georgia გახდა საქართველოს ძირითადი საგანმანათლებლო გამოფენა, სადაც ათასობით სერიოზული და მოტივირებული სტუდენტი და მათი ოჯახები ხვდებიან განათლების პრესტიჟულ პროვაიდერებს მთელი მსოფლიოდან. ღონისძიება იზიდავს პერსპექტიულ სტუდენტებს, დაინტერესებულ მშობლებს, მეცნიერებსა და აკადემიურ პერსონალს, ასევე ამ სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიონალებს. პარტნიორობის განვითარების სამმართველო, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარმოადგენს პროფესიული სასწავლებლების პროგრამების პრეზენტაციებს.
ბაკალავრიატის სტუდენტების, ასპირანტებისა და სკოლის მოსწავლეების 25%-ზე მეტი საქართველოში ამჟამად ეძებს საზღვარგარეთ განათლების შესაძლებლობას. სწორედ განათლების საერთაშორისო გამოფენა არის ის პლატფორმა, რომელიც ამ სფეროში იძლევა ინფორმაციის მიღების იდეალურ საშუალებას.
განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენის მხარდამჭერები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
განათლების მე-8 საერთაშორისო გამოფენის პარტნიორები: edu.guide.ge
გამოფენის გახსნას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.