ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში ექთნებთან დაკავშრებით ემოციურ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ექთნების შრომა ფასდაუდებელია და მათ გარეშე ექიმები ვერაფერს შეძლებდნენ.
ის ასევე ხაზს უსავს, რომ ხშირ შემთხვევაში ექთნების შრომა დაუფასებელი და შეუმჩნეველია.
“მეამაყება, რომ ჩვენი, ექიმების გვერდით მუშაობენ ექთნები, რომელთა შრომაც ფასდაუდებელია…და სამწუხაროდ, ხშირად, ძალიან უხილავი და დაუფასებელი!
ხაზგასმით უნდა ავღნიშნო, რომ არა ისინი, ვერ ჩატარდებოდა ვერცერთი ოპერაცია, ვერ მოუვლიდით ვერცერთ პოსტოპერაციულ პაციენტს, უმძიმეს მდგომარეობაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და ვერ შევძლებდით მათ დაკვირვებას პრე- და პოსტოპერაციულად, პალატებში… რომ არა ისინი, ჩვენ ხელ-ფეხ შეკრულები ვიქნებოდით!
სტუდენტობისას, 3 წელიწადზე მეტი ვიყავი ექთანი და ზუსტად ვიცი, თუკი პირნათლად ასრულებ დაკისრებულ მოვალეობას, მითუმეტეს რეანიმაციაში, კატასტროფულად დიდ ენერგიას ხარჯავ, ემოციებთან ერთად.
არ ვამტკიცებ, რომ არ არსებობენ ცუდი ექიმები ან ექთნები, ისევე როგორც ნებისმიერ სფეროში, მაგრამ სიამაყით ვამბობ, რომ საბედნიეროდ, დღეს ჩემს გვერდით მუშაობენ პასუხისმგებლიანი, მონდომებული და თავიანთი საქმის მოყვარული, რაც მთავარია, ადამიანის, პაციენტის მოყვარული ექთნები!
ამიტომ,მათ დაუკითხავად ვდებ მხოლოდ ერთ მაგალითს მათდამი გამოთქმული მადლობისა, რომელიც უმძიმესი დაავადების მქონე გოგონას დედას ეკუთვნის!
სწორედ ამიტომ, მათ, განსაკუთრებულად ვულოცავ ახალ წელს და ვუსურვებ ჯანმრთელობას, ძალას, მხნეობას, კიდევ უფრო მეტი პაციენტის გადასარჩენად და მათი შრომისა და ღვაწლის უფრო მეტ დაფასებას ! ! !
დიდი მადლობა, გოგოებო და ბიჭებო! მადლობა, რომ ჩვენს გვერდით იყავით და ხართ!
ჩვენ, თქვენს გარეშე ცალხელა და ცალფეხა ექიმები ვიქნებოდით!
მიყვარხართ!
P.S. ეს პოსტი რათქმაუნდა მათაც ეკუთვნით, ვისთან ერთადაც ადრეც მიმუშავია და მომავალში ვიმუშავები”-წერს ანი ქავთარაძე.