მომღერალი ინდირა ჯგერნაია ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ბოლო ნახევარ წელიწადში:
„34 წლის ვარ და ასაკის მატება არ მაშინებს, რადგან ყველა უნდა დავბერდეთ. არც იმის მეშინია, წლები რომ ემატება ადამიანს და ფიზიკურადაც იცვლება, რადგან ეს ყველაფერი მასზეა დამოკიდებული – როგორ ცხოვრობს და რამდენად ჯანსაღად იკვებება. 13 წელი თამბაქოს მომხმარებელი ვიყავი და ექვსი თვეა, აღარ ვეწევი. უბრალოდ ვთქვი, აღარ მოვწევ და მორჩა, სიგარეტს შევეშვი. ნებისყოფაც მაქვს. დღეს კი, სადაც ეწევიან, იმ სივრცეში ვერ ვჩერდები, თამბაქოს სუნს ვერ ვიტან. ასე რომ, ექვსი თვეა, ჯანსაღად სუნთქვა დავიწყე და ბედნიერი ვარ. თუ ვიტყვი, ეს ასე უნდა ვქნა-მეთქი, გავაკეთებ და სიტყვას არ გადავალ…“
