LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექვსი უნივერსიტეტი შეერთებულ შტატებში, სადაც უფასოდ შეიძლება სწავლა

1725

ამერიკული განათლება – ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და პრესტიჟულია მთელ მსოფლიოში. უამრავი ოცნებობს აშშ-ში გამგზავრებაზე, თუმცა, მაღალი გადასახი ბევრს არ აძლევს სასურველი განათლების მიღების საშუალებას. მაგალითად, George Washington University-ში სწავლა წელიწადში 40,5 ათასი დოლარი ღირს და ესეც იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელოების და ცხოვრების საფასურს არ ჩავთვლით. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ უნივერსიტეტებს შორისაა – Sarah Lawrence College (40, 35 ათასი დოლარი), Kenyon College (40, 24 ათასი დოლარი) და Bucknell University (36, 6 ათასი დოლარი).  ამჯერად გთავაზობთ იმ ამერიკული უნივერსიტეტების ნუსხას, სადაც მაღალი გადასახადის მიუხედავად, მაინც შეიძლება უფასოდ სწავლა.

The Cooper Union – პრესტიჟული კერძო უნივერსიტეტია ნიუ-იორკში, სადაც უამრავი ადამიანი ოცნებობს მოხვედრაზე, თუმცა უნივერსიტეტი წელიწადში მოხოლოდ 1000 სტუდენტს ღებულობს. გადასახადი 35 ათასს დოლარს აღწევს, თუმცა ხარჯების დაფარვას სასწავლებელი სრულად იღებს საკუთარ თავზე. The Cooper Union ბაკალავრებსაც ამზადებს და მაგისტრებსაც.

Macaulay Honors College – კოლეჯია The City University of New York-ის შემედგენლობაში და მათთვისაა განკუთვნილი, ვინც სწორედ ამ უნივერსიტეტში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. კოლეჯში მხოლოდ საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ შეიძლება სწავლა, ანუ მათ ვისაც ბაკალავრის ხარისხი აქვს კოლეჯში ჩაბარების უფლება აღარ აქვს. თუ სასწავლებელში მოხვედრა გინდათ, მაშინ საბუთები CUNY-ის ერთ-ერთ კოლეჯში და Macaulay Honors College-ში ერთდროულად უნდა შეიტანოთ და თუ ორივე სასწავლებელში მოხვდით, მაშინ თქვენი სწავლის გადასახადს Macaulay Honors College დაფარავს. გარდა ამისა, მიიღებთ უფასო MacBook-ს, რაც სხვა ქვეყნებში არსებულ უნივერსიტეტებში სწავლის უფლებას და ნიუ-იორკის მთავარი მუზეუმების უფასოდ დათვარიელების საშუალებას მოგცემთ. კოლეჯში ჩაბარებისას უპირატესობა ნიუ-იორკის მაცხოვრებლებს ენიჭებათ, თუმცა, პროგრამა უცხოელი სტუდენტებისთვისაც ხელმისაწვდომია.

Yale School of Music – Yale University-ის ნაწილია კონექტიკუტში და მხოლოდ მაგისტრებისა და დოქტორებისთვისაა განკუთვნილი. Yale School of Music-მა 2005 წელს ანონიმური შემოწირულობა მიიღო, რამაც სასწავლებელს სტუდენტების სწავლის გადასახადის 100%-იანი დაფარვის საშუალება მისცა.

College of the Ozarks – კერძო კოლეჯია მისურიში, რომელსაც მხოლოდ ბაკალავრებისთვის აქვს პროგრამები. College of the Ozarks-ს Work Program აქვს, რომელიც ნებისმიერს აძლევს საშუალებას ნაწილობრივ (4060 დოლარი) თვითონ დაფაროს სწავლის საფასური, დანარჩენს კი, კოლეჯი გადაიხდის. იმ შემთხვევაში თუ არ გაქვთ დამატებთი გრანტები და სტიპენდიები, მაშინ უნივერსიტეტი 13,540 დოლარს გამოჰყოფს თქვენს დასახმარებლად.

Berea College – კერძო კოლეჯია კონექტიკუტში და განათლების მიღებას მხოლოდ ბაკალავრებს სთავაზობს. Berea College საკუთარ თავზე იღებს სწავლის 100%-იან დაფინანსებას. გარდა ამისა, თქვენ არ მოგიწევთ წელიწადში 24,100 დოლარის გადახდა, რადგან Berea College-ში Work Program მოქმედებს, რომელიც სტუდენტების კამპუსში დასაქმებას ითვალისწინებს. ხელფასი ძალიან მცირეა (დაახლოებით 1 200 დოლარი წელიწადში), მაგრამ ის მაინც იძლევა საცხოვრებლის საფასურის გადახდის საშუალებას. მართალია, უცხოელ სტუდენტებს პირველი წლის გარდა ყოველ წელს მოუწევთ 1000 დოლარის გადახდა, მაგრამ კოლეჯი მათ საზაფხულო სამსახურს სთავაზობს, რაც საჭირო თანხის დაგროვებაში დაეხმარებათ. კოლეჯში ჩაბარებისას წინასწარ უნდა გადაიხადოთ 2 200 დოლარი, რომელსაც სწავლის დროს თქვენივე გადასახადებს მოხმარდება.

2009 წელს აშშ-ში კიდევ ერთი უნივერსიტეტი გაიხსნა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. University of the People – ონლაინ უნივერსიტეტია, სადაც სასწავლო პროგრამებს ამერიკის სხვადსხვა სასწავლებლის პროფესორები კითხულობენ. ახალი პროექტი მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ტრადიციულ უნივერსიტეტებში ჩაბარება არ შეუძლია. აღსანიშნავია, რომ ონლაინ-უნივერსიტეტში სწავლა აბსოლუტურად უფასოა. თუმცა, მსურველებს ჯერჯერობით მხოლოდ ორი – ბიზნესის მართვისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით შეუძლიათ განათლების მიღება.

PS: გამოცდებსა და კონკურსებზე დეტალური ინფორმაციას, უნივერსიტეტების ოფიციალურ საიტებზე შეგიძლიათ გაეცნოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g