LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი: არ მიმაჩნია მართებულად დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ – რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომლის სათანადოდ არდაფასება შეიძლება

95
fgdgd

რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთი უკრაინისა და რუსეთის მიმართ დაბალანსებულ პოლიტიკას ახორციელებს და მომავალშიც ასე იქნება.

ამასთან, ერდოღანი ამბობს, რომ დასავლეთის დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ არ ემხრობა, რადგან დასავლეთი პროვოკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკას მისდევს.

„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ არ მიმაჩნია მართებულად დასავლეთის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რადგან დასავლეთი პროვოკაციაზე დაფუძნებულ პოლიტიკას მისდევს. როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომი მალე არ დასრულდება. ვეტყვი მათ, ვინც სათანადოდ ვერ აფასებს რუსეთს: ამას არასწორად აკეთებთ. რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომლის სათანადოდ არდაფასება შეიძლება“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა სერბეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g