თურქეთს არ სჭირდება ევროკავშირის წევრობა, რადგან მას შეუძლია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი გახდეს. „ბი-სი-სის“ ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა განაცხადა. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში ერთიანდებიან რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. ერდოღანის თქმით, იგი ამ საკითხზე უკვე ესაუბრა
რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებს.