LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების საკითხის განხილვას გეგმავს – რას წერს მედია

340
18ukraine-briefing-erdogan2-videoSixteenByNine3000

გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში 18 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ლვოვში შეხვდება.

სამმხრივი შეხვედრის შემდეგ გუტერეში ოდესაში ჩავა და ერთ-ერთ იმ პორტს მოინახულებს, რომლიდანაც გაერო-ს ეგიდით მიღწეული შეთანხმების მიხედვით ხორბლის ექსპორტი ხორციელდება.

თურქული მედიის ცნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტისას ომის დიპლომატიური გზით დასრულების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებს განიხილავს.

მედია თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინაში გამართული შეხვედრების დროს განიხილება ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინა-რუსეთის ომის დიპლომატიური გზით დასასრულებლად.

ამასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთ-უკრაინის ურთიერთობების ყველა ასპექტს სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე განიხილავენ.

 

mazda magti 5g