LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერეკლე კოდუა ახალ შეყვარებულსა და შვილთან ერთად გამოჩნდა (ფოტოები)

768

სოდის ყოფილი უფროსი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, სოციალურ ქსელში შვილსა და ახალ შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. წვერმოშვებული კოდუა უკვე დიდი ხანია, ახალ რჩეულთან ერთად ცხოვრობს, ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს კი დაშორდა.

ნანუკამ, როგორც რამდენიმე ტელეგადაცემაში სტუმრობისას აღნიშნა, ეს ამბავი საკმაოდ მტკივნეულად გადაიტანა, თუმცა დღეს ამაზე აღარ ნერვიულობს. ქმართან დაშორების შემდეგ ჟურნალისტმა მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში და საკმაოდ კარგ ფორმაშია. ის მალე საკუთარი შოუს ახალ სეზონს დაიწყებს.

რაც შეეხება ერეკლე კოდუას, ის, როგორც ჩანს, საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g